ჩინელები მსოფლოს მოსახლეობას საშიშ თესლს უფასოდ უგზავნიან  

  •  

მსოფლიო პრესა, ამჯერად, ჩინეთიდან მომავალ მორიგ საფრთხეზე ალაპარაკდა.  საუბარია თესლზე, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობა „ალიექსპრესის“ გადაზიდვის სერვისით ღებულობს.   

ისინი, ვინც „ალიექსპრესის“ მომსახურებით სარგებლობს, გამოწერილ ნივთებთან ერთად, საჩუქრად, გაურკვეველ თესლს იღებს. ეს არის გამჭვირვალე პაკეტი, რომელშიც დაახლოებით 200-მდე მცირე, სეზამის მარცვლის მოცულობის თესლი ყრია. როგორც მსოფლიო პრესა იუწყება, სამართალდამცველები აღნიშნულ საქმეში უკვე ჩაერთვნენ და ყველა ოჯახს აკითხავენ, ვინც ამანათი მიიღო.

“ოქროს ფანტელები” – სწორედ ასე აწერია გამჭვირვალე პაკეტს, რომელსაც მოსახლეობა ჩინეთიდან იღებს. ვინც თესლი დათესა, ყველას პოლიცია აკითხავს და ნიადაგიდან მას იღებენ. პოლონეთის „მცენარეთა დაცვის სააგენტომ“  მოსახლეობას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ დათესონ ჩინეთიდან მიღებული თესლი, რადგანაც მათ შესაძლებელია ადგილობრივ აგროკულტურას ზიანი მოუტანოს და სხვადასხვა ტიპის დაავადებები გაავრცელონ.

მსგავსი თემები