ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ყაზახეთიდან შემოვიდა, იგი საქათველოს მოქალაქეა და უცხოეთში სამუშაოდ იყო წასული.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა.

დღევანდელი შემთხვევის შემდეგ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში ინფიცირებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები