„თუ მსგავსი ზეწოლა გაგრძელდება, ფსიქოლოგსაც ჩავრთავ საქმეში და სხვა ეტაპებზე გადავალ“ –  შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ნ.ხ-ს ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„4 დღე გვატარეს შსს-ში, საათობით ვიჯექით იქ. ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სახით ფიგურანტი არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა.

ჟღენტი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულია და მიუხედავად იმისა, რომ  არაფრის გახსენება შეუძლია შსს-ში მისი გამოკითხვები საათობით გრძელდებოდა, რასაც ადვოკატი მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს:

“მიდიოდა რამდენიმე საათიანი გამოკითხვები შსს – ში, ეს იყო მცდელობა, რომ ბავშვს რაღაც ეთქვა. თითოუეულ კითხვა პასუხზე ერთი საათი ველოდებოდით, რაც იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეს გაგრძელდა 4 დღე,  ბოლო იყო ისტაგრამის გამოკითხვა. უბრალოდ, საათობით იქ არასწორი ყოფნა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ნიშნავს. გამოძიება ვიდრე არ ამოწურავს რწმენას, რომ ადამიანმა არაფერი იცის და არ იტყუება, ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ მისი გამოკითხვები დასრულდა, რადგან ის რაც ახსოვდა უკვე თქვა. ეს ადამიანი არის დაზარალებული და მას ცოტა სხვანაირად იცავს კანონმდებლობა. თუ კიდევ გაგრძელდება მსგავსი ფსიქოლოგსაც ჩავრთავ საქმეში და სხვა ეტაპებზე გადავალ, ბავშვი არის საზოგადოებრივი ბულინგის მსხვერპლი და შესაძლოა სუიციდამდე მივიდეს,“ – განაცხადა ანა ჟვანიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი ნ.ხ. დაბადების დღეზე იუბილარ ანა გაბეჩავას მიწვევით იმყოფებოდა. ის მხოლოდ “კიბის ეპიზოდში” ფიგურირებს.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები