თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის პირველადი დასკვნა დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ვერსია ჯერ კიდევ არ არსებობს.

ბაჩალიაშვილები მომხდარს თამარის საქმიანობას უკავშირებენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს. 

მსგავსი თემები