ამ წუთებში ანა გაბეჩავა და გური ამირხანაშვილი შსს – ში იმყოფებიან

გურამ ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ ამოიცნო. არასწრულწლოვანის ადვოკატის ინფორმაციით გურამ ამირხანაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ორჯერ შეხვდა:

„ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ და მან თქვა, რომ ეს პირი ნანახი ჰყავს პოლიციაში და მას ნამცხვარი გადასცა, მას არ უთქვამს, რომ ზ.ხ – მ რაიმე ძალადობა გამოიჩინა ან შეურაცხყოფა მიაყენა, ეს დეტალი ოქმში არის დაფიქსირებული.“ – აცხადებს გიორგი გელხაური.

საგამოძიებო უწყებაში მივიდა საქმის ერთ – ერთი ფიგურანტი კოკო ღიბრაძე (დიჯეი) არსებული ინფორმაციით მისი ახალი ჩვენება შინაარსობრივად არ შეცვლილა, შსს – ში იმყოფება ანი გაბეჩავაც, დღეს მას სავარაუდოდ მოუწევს იმ მეგობრების დასახელება, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ, გაბეჩავად ვიდეო ჩანაწერებს აჩვენებნ.

შეგახსენებთ, რომ საქმის მოწმეები ბოლო რამდენიმე კვირაა თავიდან იკითხებიან.

მსგავსი თემები