“ჩვენ გვსურს ხელისუფლებიდან ჩამოვიშოროთ ქართველი კრიმინალები” – უკრაინაში ხელისუფლებისგან სააკაშვილის ჩამოცილებას ითხოვენ

უკრაინელი ჟურნალისტები, ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი ქვეყნის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

მათ გადაცემა „МОЛНIЯ“ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებს მიუძღვნეს. გამომძიებელი ჟურნალისტები უკრაინის ხელისუფლებას გერმანიის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ს მაგალიტს ახსენებენ და მოუწოდებენ გერმანიის მსგავსად მოიქცნენ და შეასრულონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

“სასამართლო გაოგნებულია ქვეყნის პრეზიდენტის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოების და მთავრობის ყველა განშტოების შეთანხმებული ქმედებებით, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სამართლიანობამ არ იზეიმოს!” – აცხადებს ჟურნალისტი ოლეგ დაინეკა.

საქმე ეხება დავით ჭაკუას ექსტრადირებას გერმანიიდან საქართველოში.

ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი, უკრაინაში მოღვაწე ქართველი მაღალჩინოსნების საქართველოში ექსტრადიციას მოითხოვენ, ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილს გვირგვლიანის საქმე შეახსენეს, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ისინი გირგვლიანის საქმეში მიხეილს სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირად მონაწილეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობენ.

სტრასბურგის სასამართლომ „დანაშაულებრივი რეჟიმის“ მთელი ელიტა დამნაშავედ ცნო ამ ბოროტების ჩადენაში, მათ შორისაა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მოხელეები მაგის ქარდავა, რევაზ ჭარბაძე და კოხტა კოდუა. თუმცა უკრაინული მხარე მათ ექსტრადირებაზე დუმს, ჩვენ გვსურს ხელისუფლებიდან ჩამოვიშოროთ ქართველი კრიმინალები,”- აღნიშნავს ჟურნალისტი ვალერი ტოვმაჩი.

მსგავსი თემები