მირიან ნიკოლაძე ფიქრობს, რომ პროკურატურა განზრახ მკვლელობის წასაყენებლად მტკიცებულებების მოპოვებას ვერ მოასწრებს

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველ სასამართლო პროცესი  31 ივლისს  ჩაინიშნა. ეს სწორედ ის თარიღია, როცა პროკურატურამ დაკავებულებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდება უნდა წაუყენოს.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა კი ეჭვობს, რომ პროკურატურა ამ ვადაში ვერ ჩაეტევა და მტკიცებულებების შეგროვებას ვერ მოასწრებს.   

„ვფიქრობ, რომ ამ ვადაში, რაც  დარჩენილია სასამართლო პროცესამდე,  თუ დამატებითი სასამართლო ექსპერტიზის პასუხები არ მოვიდა, თუ არ მოვიდა გენეტიკური ექსპერტიზის პასუხი,  პროკურატურას გაუჭირდება, დაკავებულებს  ბრალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენოს. ჩვენი, ოჯახის მოთხოვნა კი კვლავ კატეგორიულია – საქმე სასამართლოში წავიდეს 109 – განზრახ მკვლელობის მუხლით.  ეჭვი მაქვს, რომ პროკურატურას მოუწევს ვადის გაგრძელება არასაკმარისი მტკიცებულევევის გამო“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.  

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.  

მსგავსი თემები