ფოტოგრაფ იაკობის მიერ წაშლილი კადრების აღსადგენად, შესაძლოა “ეფ-ბი-აი” ჩართონ

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ტომების რაოდენობა იზრდება. 10 ტომი, ამ ეტაპზე  18 მდე გაიზარდა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა ფოტოგრაფ იაკობსა და მის ფოტოაპარატს ეხება, საიდანაც გარკვეული კადრები წაშლილია.

როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, თუ საქართველოში კადრების აღდგენა ვერ მოხერხდა, საქმეში “ეფ-ბი-აი” ჩაერთვება.

„ვერ ვიტყვი ფოტოაპარატში რა არის წაშლილი, ეს ექსპერტიზამ უნდა თქვას და აღადგინოს წაშლილი კადრები. თუ კადრები გადაიღო და შემდეგ არ უნდოდა ვინმეს ენახა და წაშალა, ამას არ გამოვრიცხავ. ძალიან რთული აღმოჩნდა ერთი ექსპერტიზისთვის  წაშლილი მასალების აღდგენა. როგორც ვიცი, პროკურატურა მზად არის, საქმეში “ეფ-ბი-აი” ჩართოს, კომუნიკაცია შედგა კიდეც. ფოტოაპარატი ან ამერიკაში გაიგზავნება ან აქ ჩამოვლენ“ – ამბობს მირიან ნიკოლაძე.   

მსგავსი თემები