ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა

ზუგდიდში ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ახალგაზრდა ქალი დააკავეს.

ოჯახის ახლობლების მონაყოლის მიხედვით, ქალმა სახლში იმშობიარა,  უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი. როგორც ირკვევა მოგვიანებით ქალმა საავადმყოფოს მიმართა.

დაკავებულის მამის ინფორმაციით, ქალი ნაქირავებ ბინაში ზუგდიდში ცხოვრობდა, ოჯახს კი მისი ორსულობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც პოლიციამ მათი შვილი დააკავა.

ოჯახმა არ იცის როდის და სად იმშობიარა მათმა შვილმა, არც ის იციან, იყო თუ არა გარდაცვლილი ბავშვი, როცა ის დაიბადა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბავშვის მამას დაამარხინა.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 112-ე, ჩვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები