“კიდევ ერთხელ დაუკვირდეთ თქვენს გადაწყვეტილებას, ნუ ავნებთ ქვეყანას” – მარიამ ჯაში

  •  

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას მხარი არ დაუჭირა. მისი არგუმენტი კი შემდეგი იყო – ეს გადაწყვეტილება აზიანებს სახელმწიფოს.

„ჩვენი მთავარი მესიჯი გახლავთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიდგებით სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვართ ოპოზიციური პოლიტიკური ფრაქცია და ახლად შექმნილი პარტია, ჩვენ დავუჭირეთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესის დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განსამტკიცებლად უაღრესად მნიშვნელოვანი. მერწმუნეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დღესაც და მომავალ პარლამენტშიც ჩვენი გუნდის მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ნუ გაგაკვირვებთ ჩვენი პოზიცია, თუ  ვერ დავუჭერთ მხარს იმ კანონპროექტს, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს, აზიანებს ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე ჰუმანური, ჩემთვის ყველაზე მშობლიური დარგი -ჯანდაცვა ხდება ავტორიტარიზმისკენ გადასადგმელი ნაბიჯის საფუძველი”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან აღნიშნა, რომ  საერთაშორისო თანამეგობრობა  უკვე აკვირდება, კორონავირუსის პანდემიის ფონზე თუ რომელი სახელმწიფოები არიან დემოკრატიულად მოაზროვნე და ხდება აქტიურად დაკვირვება ავტორიტარიზმისკენ გადასადგმელი ნაბიჯების და რომ საქართველო ნამდვილად ვერ მოხვდება საუკეთესო პრაქტიკაში.

“ამდენად, ყველა სამედიცინო თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით გამართლებულ ნაბიჯში მიგულეთ თანამოაზრედ, მაგრამ მე ვერასოდეს გავხდები თანამოაზრე ანტიკონსტიტუციური კანონის, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს, აზიანებს საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებს და ასევე მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ დაუკვირდეთ თქვენს გადაწყვეტილებას, ნუ ავნებთ ქვეყანას ამ გადაწყვეტილებით!” – მიმართა მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობას.​

მსგავსი თემები

6 Thoughts to ““კიდევ ერთხელ დაუკვირდეთ თქვენს გადაწყვეტილებას, ნუ ავნებთ ქვეყანას” – მარიამ ჯაში”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. These are actually great ideas in concerning blogging.

  3. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  4. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  5. SMS

    These are actually great ideas in concerning blogging.

  6. nothing is more valuable in the real world than being able to spot a rolex copy.