მოქალაქეები „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც „სითი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. საჯარიმო თანხა კი მთლიანობაში, 850 000 ლარამდეა.

კანონის პროექტის თანახმად ის პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა ან/და საურავი, თავისუფლდებიან აღნიშნული ჯარიმის ან/და საურავის გადახდისგან.

ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე ანუ, ეს ამნისტია ეხებათ იმ ადამიანებს რომლებსაც ამ დრომდე ჯარიმა და საურავი არ გადაუხდიათ.

აღნიშნული სახდელების (ჯარიმებისა და საურავების) ჯამური თანხა დაახლოებით 850 000 ლარია. კანონპროექტის ინიციატორია დეპუტატი ზაზა გაბუნია.

მსგავსი თემები