“საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს” – ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში საქართველოცაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

საქართველო ისეთ ქვეყნებს შორისა, როგორებიცაა ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკია და სლოვენია.

ყოველწლიური ანგარიში, 2012 წლიდან აფასებს იმ 140 ქვეყანას, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსურ დახმარებას იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიზანია დარწმუნდეს, რომ ამერიკული გადასახადის გადამხდელთა ფული, ქვეყნების მიერ, მიზნობრივად არის გამოყენებული. საქართველო ანგარიშში პირველად 2014 წელს გაჩნდა და მას შემდეგ დასახელებულია ქვეყნად, რომელიც მოთხოვნებს მუდმივად აკმაყოფილებს.

მსგავსი თემები