18 – 29 წლამდე ახალგაზრდებითვის ზაფხულის სალაშქრო და თემატური ტურები იწყება

  •  

ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარების მსურველი სტუდენტებისა და 18 – 29 წლამდე ახალგაზრდებითვის თემატურ საზაფხულო სკოლებში, ბანაკებში და სალაშქრო ტურები იწყება.

სალაშქრო ტურები თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება და მონაწილეები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ. თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები კი ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება.

მონაწილეობის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ/

პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია,  ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს. საზაფხულო პროგრამებში 2000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. საზაფხულო სკოლების და ბანაკების განხორციელების პერიოდია 2018 წლის 20 ივლისი – 15 სექტემბერი, ხოლო ლაშქრობების – 2018 წლის 25 ივლისი – 30 სექტემბერი.

საზაფხულო სკოლების, ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, განმახორციელებელი ორგანიზაციები, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:  

მსგავსი თემები