“სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნის კონკრეტული შედეგი ისაა, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია” – გია ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის წინა ხაზზეა უკვე დიდი ხანია. მან 2004 წლიდან კარგი დასაწყისით საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ 20 პროცენტი ოკუპირებულია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სააკაშვილის მიერ Facebook-ზე გაკეთებულ განცხადებას.

„მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის წინა ხაზზეა უკვე დიდი ხანია. მან 2004 წლიდან კარგი დასაწყისით საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ 20 პროცენტი ოკუპირებულია, უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსეთზეა გადაცემული, უამრავი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირია დახოცილი, ბევრი სამხედრო ბრძოლის ველზე დატოვა და აგრესორს შეატოვა. ეს არის მიშა სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნის კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. Fcebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ადგილების გაყოფის დრო არ არის

მსგავსი თემები