პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, მიმართონ ექიმს, რათა COVID-19-ზე PCR-ტესტი ჩაუტარდეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე შესაბამის უწყებებს ტესტირების გაფართოება დაავალა. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა

„ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციის ცირკულირებისა და ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. ამ მიზნით, ყველა მოქალაქემ, მომატებული ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს 112-ს ან ოჯახის ექიმს, რათა COVID-19-ზე ლაბორატორიულად, PCR ტექნოლოგიით კვლევა ჩაუტარდეს. 11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან, 4-ის წარმომავლობა ცნობილი არ არის, რაც განსაკუთრებული სიფრთხილის საფუძველია, შესაბამისად მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას საჭირო ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები