მიმდინარე სასესიო კვირაზე პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებებს განიხილავს

უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებების შესახებ იმსჯელებს, ცვლილებები შეეხება ბლოკებსა და ფრაქციებს, მაჭარაშვილის ინფორმაციითვე უმრავლესობაში საარჩევნო სიაზე უკვე მსჯელობენ.

„მიმდინარე სასესიო კვირაზე ჩვენ განვიხილავთ  პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის პროცედურები შესაბამისობა კონსტიტუციასთან და და მეორე პარლამენტის ოპტიმიზაცია, ცვლილებების ძირითადი პრინციპები ისაა, რომ ერთი და იგივე პარტიის წევრები უფლებამოსილები არიან შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ ვუშვებთ ერთჯერადად საარჩევნო ბლოკებს, როგორც სუბიექტებს, რომ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და თუ ამ ბლოკებს ეყოლებათ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში ეყოლებათ 7 ან მეტი წევრი ექნებათ საშუალება შექმნან ფრაქცია.

ანუ, ერთი და იგივე პარტიით წარდგენილ წევრებს აქვთ უფლება ერთი ფრაქცია შექმნან, და ერთი და იგივე საარჩევნო ბლოკით წარდგენილ პარლამენტის წევრებს შეუძლიათ შექმნან რამდენიმე ფრაქცია, თუ მათ ჰყავთ 7 – ზე მეტი წევრი.

7 კაციან ფრაქციას ექნება საშუალება ჰქონდეს 15 წუთიანი სასაუბრო რეგლამენტი. მეათე მოწვევის პარლამენტს უნდა ჰქონდეს რეგლამენტი, რომელიც იქნება თავსებადი ქვეყნის ძირითად კანონთან.  კომიტეტების რაოდენობას პარლამენტი თავად განსაზღვრავს, თუმცა კონსულტაციების საფუძველზე ჩვენ დავტოვეთ 15 კომიტეტი. საარჩევნო სიას რაც შეეხება კონსულტაციები მიმდინარეობს და ამას წყვეტს პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები