„როგორც ჩემთვის ცნობილია დაინფიცირებული მედიკოსები ერთი კლინიკის წარმომადგენლები არიან“ – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია, ეზუგბაია აღნიშნავს, რომ მატების მოცემული დინამიკა  ამ ეტაპისთვის ნორმალურად ითვლება.

„დღეს დაგვემატა რვა ახალი შემთხვევა და გვყავს 818 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელების რაოდენობა ინფიცირებულების 94 პროცენტია უკვე. ახალი შემთხვევებიდან ერთი არის ბოლნისის კონტაქტი, ორი მარნეულის, ორი საკარანტინე სივრციდან და სამი სამედიცინო პერსონალი, ესენი აღარ არიან ჩვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, ჩვენ დღემდე სამედიცინო პერსონალის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია.

როგორც ჩემთვის ცნობილია ინფიცირებული მედიკოსები ერთი კლინიკის თანამშრომლები არიან,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ დაინფიცირებული მედიკოსების შესახებ პრემიერმა ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

მსგავსი თემები