“ესაა აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ კოვიდ 19-თან ბრძოლაში გასწია” – ქვრივიშვილი Forbes-ის სტატიაზე

“ძალიან მოკლე პერიოდში საქართველომ საერთაშორისო დონეზე უმაღლესი აღიარება და შეფასება ჰპოვა”, – ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა „ფორბსის” მიერ საქართველოს „ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავად“ დასახელება.

„ძალიან მოკლე პერიოდში საქართველომ საერთაშორისო დონეზე უმაღლესი აღიარება და შეფასება ჰპოვა. ეს გამოიხატება ისეთი გამოცემების აღიარებით, როგორიც არის „ფორბსი”, „ვაშინგტონ პოსტი“, „კონდენასტი“ და სხვა გამოცემები. „ფორბსმა” საქართველო დაასახელა 7 ქვეყანას შორის, როგორც ტურისტულად ამომავალი ვარსკვლავი და ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ტურისტულ რუკაზე გახდება ყველაზე მიმზიდველი საერთაშორისო მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი აღიარება, ეს არის აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასწია კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ეს ჩვენ ქვეყანას უკეთებს ისეთ პოზიციონირებას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ტურისტისთვის უსაფრთხოება, უსაფრთხო გარემო, კოვიდ 19-ისგან თავისუფალი ზონა, იქნება პირველი პრიორიტეტი, რომლითაც ადამიანები გადაწყვეტენ, არიჩიონ სამოგზაურო მიმართულება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

https://mcm.ge/ტურიზმის-ამომავალ-ვარსკ/

მსგავსი თემები