“ბასილაშვილი თუ გამართლდება, ადამიანებს, რომლებმაც მას რეპუტაცია შეულახეს, მოუწევთ პასუხისგება” – ადვოკატი

  •  

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ გამართლდება, აუცილებლად მოუწევთ პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მას პატივი, ღირსება და რეპუტაცია შეულახეს.

„ბატონი ბასილაშვილი გახლავთ საქართველოს სახელით მოასპარეზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი. ვიცით, რომ მისი იმიჯი გარკვეულწილად უკვე შეილახა და იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდება, აუცილებლად მოუწევთ პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მას პატივი, ღირსება და რეპუტაცია შეულახეს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მსგავსი თემები