ხვალიდან საქართველოში დათბება

სინოპტიკოსები ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. უნალექო ამინდები 28 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება.

„ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს. უნალექო ამინდები დარჩება 28 მაისის ჩათვლით და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-27 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27-32 გრადუსამდე გათბება.

ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი 28 მაისს – დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 31-33 გრადუსი, აღმოსავლეთით კი ჰაერი 28-31 გრადუსამდე გათბება.

29-ში, დღის პირველი ნახევარი უნალექოდ ჩაივლის, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან დღის ბოლომდე საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება, დღის ბოლოს მოსალოდნელია ზოგიერთ რეგიონში წვიმა, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.

ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს. ტემპერატურის დაკლება შენარჩუნდება 30 მაისსაც. 30 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარი. მათ შორის დედაქალაქშიც იქროლებს ძლიერი დასავლეთ მიმართულების ქარი.

31მაისს გამოიდარებს, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოშ 31-32 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში 28-დან 30 გრადუსამდე“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ.

მსგავსი თემები