“ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე, ვინმეს შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა” – თეა წულუკიანი

  •  

“ხელს ვდებ ყველა იმ სიწმინდეზე, რაც საქართველოში არის, რომ 8 მარტის შეთანხმების ხელშეკრულებაში გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ეს არის ტყუილი” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“შევწყვიტოთ იმ მომლაპარაკებლების ბულინგი, რომ ისინი თითქოს რაღაცაზე შეუთანხმდნენ ვიღაცას. შეთანხმების მაგიდასთან ალბათ იყო საუბარი იმაზე, თუ ვის რა სურს და რაკი შემდეგ შეთანხმებაში ეს ნაწილი არ იყო, მაინც გაგრძელდება მოთხოვნა, რომ დეპოლარიზაციისთვის თითქოს უკეთესი იყო მათი ციხიდან გამოსვლა. 

საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულებაში არ უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევა, მათ ახსნეს, რომ სწორედ ეს იგულისხმეს. კიდევ აღვნიშნავ, რომ მოლაპარაკებაზე არ ყოფილა საუბარი სახელებსა და გვარებზე, თუმცა გარეთ სხვა განცხადებები გამოვიდა. შემდეგ, პრეზიდენტმა გადადგა ის ნაბიჯი, რომ ეს სიტუაცია განემუხტა. რომელიც ჩემი აზრით, სრულიად უსამართლოა, რადგან ჩვენ სისტემაში გვყვანან ადამიანები, ვინც არანაკლებ იმსახურებს იმას რომ გარეთ გამოვიდეს და შვილები ნახოს. ასევე ვამბობ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ცოტა სახიფათოც არის. მაგრამ ეს ხიფათი იქნება არარეალიზებადი, თუკი ბოლო პრეცენდენტი იქნება პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილება.

მათი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების საგანი არ ყოფილა, თუმცა იყო სურვილები და მოთხოვნები ამაზე, რომელიც მხარდაჭერილი იყო არა ერთი სენატორისა და დეპუტატის მიერ. ამ პოლიტიკურ თამაშში ერევა პრეზიდენტი და ამბობს: გინდათ ეს ორი ოდიოზური ფიგურა? – გყავდეთ და აბა ვნახოთ რა იქნება,” -განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე, ვინმეს შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა” – თეა წულუკიანი”

  1. Biet thu duong noi

    Wow, amazing blog layout! How long have you been blogging for? you made blogging look easy. The overall look of your web site is great, let alone the content!

  2. I was recommended this website by my cousin. I’m not sure whether this post is written by him as no one else
    know such detailed about my difficulty. You are incredible!

    Thanks!