რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირით აშანტაჟებს

რუსეთი არ აპირებს გადათქვას პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ ბუნებრივი აირის თუ სხვა პროდუქტების მიწოდებას მხოლოდ რუსულ რუბლში ითვალისწინებს. როგორც პუტინის პრესსპიკერი განმარტავს, ვინც რუბლზე არ ივაჭრებს, გაზის გარეშე დარჩება.

კერძოდ, დახლოებით ერთი კვირის უკან, ვლადიმერ პუტინმა დავალება გასცა, რომ „არამეგობარ ქვეყნებთან“ მხოლოდ რუსულ რუბლზე ივაჭრონ.  აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რუბლით ვაჭრობა გამორიცხულია. იგივეს ფიქრობს ამერიკის პრეზიდენტი, რომ რუსეთთან რუბლით ანგარიშსწორება სანქციების დარღვევას ნიშნავს, რაც გამორიცხულია.

„არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ჩვენს ვითარებაში, ევროპული ქველმოქმედება ნაკლებად შესაძლებელია და არც მიზანშეწონილია, ვინც რუბლით არ გადაიხდის გაზის გარეშე დარჩება“ – ასეთია პესკოვის გზავნილი.

მსგავსი თემები