“ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ავტომანქანით გადაადგილების, სახლიდან გამოსვლის შეზღუდვის ქვეშ უსასრულოდ ვერ ვიქნებით, ასე ქვეყანა ვერ იცხოვრებს, გამორიცხულია. შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა უცვლელი დარჩა და კიდევ უფრო მეტი დაგვეკისრა”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს ინფექციამ თავი იჩინოს. 

„სანამ ამ დაავადებასთან ბრძოლის გარდამტეხი ფაქტორები (ვაქცინა, მედიკამენტი) არ იქნება, ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, ეს გამორიცხულია. ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს. რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს ინფექციამ თავი იჩინოს. ეს იმდენად მაღალი გავრცელების უნარის მქონე ვირუსია, რომ ფაუჩი მას ცეცხლს ადარებს და ამბობს, რომ ვირუსი როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება. ამიტომ ჩვენ ცეცხლის კერები შენარჩუნებული გვაქვს, ჩვენი ეპიდემიოლოგები გამალებით იბრძვიან, რომ ცეცხლის კერები სხვაგან არ გავრცელდეს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ” – ბიძინა კულუმბეგოვი”

  1. Reusable Fabric Face Mask Manufacturer

    Way cool! Some extremely valid points! I appreciate you writing this article and the rest of the website is really good.

  2. Thank you ever so for you post.Much thanks again.