პროკურატურა რურუასთვის ბრალის შეცვლას არ აპირებს

გიორგი რურუას საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე ამბობს, რომ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ვასილ სამხარაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხებიან ექსპერტ კრიმინალისტები და პატრული ინსპექტორი, რომელიც უშუალოდ დაკავებაში იღებდა მონაწილეობას

“ბრალდების მხარე ხელმძღვანელობს იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეშია და აფასებს იმ საფრთხეებს, რაც ბრალდებულის მხრიდან შესაძლოა დადგეს. აქედან გამომდინარე, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს” – განაცხადა საქმის პროკურორმა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ პარლამენტის სხდომას არ დაესწრებიან და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

მსგავსი თემები