“დღეში კოვიდინფიცირების 6-7 შემთხვევა ნიშნავს ეპიდსიტუაციის დასრულებას” – ბიძინა კულუმბეგოვი

  •  

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ დღეში კოვიდინფექციის 6-7 შემთხვევა, ნიშნავს ეპიდსიტუაციის დასრულებას.

მისი თქმით მოწოდება „დარჩი სახლში“ უნდა შევცვალოთ.

„როგორც დარგის სპეციალისტებმა გვითხრეს, უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ვიდრე რამე სიახლე არ გამოჩნდება. ეს იქნება ეფექტური ვაქცინაცია და ამას უნდა დაველოდოთ. მსოფლიოში სამართლიანი ბრძოლა მიმდინარეობს, რომ ეს ვაქცინა უნდა გადანაწილდეს ყველა ქვეყანაზე და არ უნდა იყოს პრიორიტეტული ვინმესთვის. ეს ასეც იქნება, ასე მჯერა“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით კი ვირუსთან ჩვენს თანაცხოვრებაზე უნდა ვისაუბროთ.

„ამიტომ ადამიანები ამ რესპირაციული დაავადების გავრცელების რისკის გამო, დიდხანს არ უნდა დაყოვნდნენ დახურულ სივრცეებში, სადაც ბევრი ადამიანი ერთადაა. საჭიროა ნიღბის ტარება, ხელის ხშირი დაბანა, მისალმების ტრადიციაზე უარის თქმა. შეიძლება წესების შემოტანა, ხელით მისალმება, იდაყვით მისალმება, ფეხით მისალმება. ამ ტრადიციის მოდიფიცირებას თუ შევძლებთ, ჩვენს ქვეყანაში ამას არ ექნება მასშტაბური ხასიათი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები