“საქართველო და მთელი მსოფლიო დეზინფორმაციის და კიბერშეტევის სამიზნეა” – კელი დეგნანი

„საქართველოსა და აშშ-სთან ერთად, მთელი მსოფლიო დეზინფორმაციის და კიბერშეტევის სამიზნეა, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ ვითარებაში“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, სწორი ინფორმაცია ბრძოლის იარაღია.

„რას ვაკეთებთ ჩვენ ამის წინააღმდეგ – სწორი ინფორმაცია ბრძოლის იარაღია – ეს არის ძირითადი, ასევე – როგორმე უნდა გამოვიმუშაოთ ის უნარი, რომ რაღაცნაირად შევძლოთ სწორი და ცრუ ინფორმაციის ერთმანეთისგან განსხვავება.

ახალგაზრდების როლი საკმაოდ დიდია ამ მიმართულებით, რადგან უფრო მეტად არიან გათვიცნობიერებულნი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ციფრულ მედიაში. შესაბამისად, მათ უფრო კარგად იციან, რა არის ყალბი ვებგვერდი და ინფორმაცია, ამიტომ, უნდა დაეხმაროთ თქვენს გარშემო მყოფთ. ამ ტიპის ინფორმაცია საზოგადოებას აზიანებს, განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში და შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დეზინფორმაციის ტალღისგან დავიცვათ თავი“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები