დიდი ბრიტანეთი სირიისკენ წყალქვეშა ნავებს გზავნის

  •  

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა.
The Telegraph-ის ინფორმაციით,  12 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიურ შეტევაზე ლონდონის ოფიციალურ პასუხზე სამსჯელოდ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
„სავარაუდოდ, მთავრობა მხარს დაუჭერს მეის გადაწყვეტილებას და დიდი ბრიტანეთი შეუერთდება აშშ-ს მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს. თუმცა, ჩვენი წყაროები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აშშ-სა და საფრანგეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებაა საჭირო“, – წერს გამოცემა.

მსგავსი თემები