ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საერთო ჯამში, კლინიკამ ლაბორატორიიდან 20 ბიოლოგიურ ნიმუშზე მიიღო პასუხი, მათგან 19 უარყოფითია. მათში შედის კლინიკის სამი ექიმის გეგმური კვლევა.
სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით 15 პაციენტი შევიდა. მათ კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდებათ.