თბილისში ორ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ხანძარი ნაძალავედის რაიონში, დაახლოებით ერთი საათის წინ, საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მოგვიანებით ცეცხლი მეორე სახლზე გადავიდა. ადგილზე 7 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ამ დროისათვი ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები