“ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ, საავადმყოფოები ვერ დაიტევდნენ პნევმონიან ავადმყოფებს” – პაატა იმნაძე

“ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ბევრი პაციენტი რომ გვეპარებოდეს, დღეს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა ავადმყოფებით, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდნენ პნევმონიან ავადმყოფებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ანა-ბანაა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა მედიცინაში, ოქროს სტანდარტი არის ყველაზე უკეთესი, რაც კი არსებობს ამ შემთხვევაში. დიახ, არსებობს ჩვეულებრივი „პისიარ“ ტესტები, თუ მასალა კარგად არის აღებული, თუ ის მოხვდა იმ ადგილას, სადაც ნაცხი იყო აღებული ცხვირ-ხახიდან, ამ შემთხვევაში მისი მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი. ზოგიერთი ქვეყნის კლინიკური გამოცდილებით აღმოჩნდა, რომ არ არის ასეთი ძალიან მაღალი ტესტირება „პისიარ“ ტესტითაც კი, ლაპარაკია აშშ-ის გამოცდილებაზე. არამგონია შეერთებულ შტატებში ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია​მ დაუშვა უხარისხო ტესტების გამოყენება, მაგრამ ეს არის იგივე ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიერ მოწოდებული მონაცემები. ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა ავადმყოფებით, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდნენ პნევმონიან ავადმყოფებს“,- განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები