“სოფლებისგან განსხვავებით, ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქალაქებში მცხოვრებმა მოსახლეობამ შეასრულა რეკომენდაციები, თუმცა სოფლის მოსახლეობამ სახლში დარჩენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

„დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმ დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ მოვუწოდებით მათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას, საკუთარ სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით, ის, რაც ხდება ვთქვათ დასახლებებში, რომლებიც დავასახელე, ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში, თეთრწყაროში. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების და იქ მიმდინაროებს გაღრმავებული კვლევა, რა პირობებში მოხდა მათი დასნებოვნება, პროფესიულ, თუ ისევ საყოფაცხოვრებო პირობებში“, – აღნიშნა იმნაძემ.

მსგავსი თემები