„მშიშარა, ლაჩარი, ლაწირაკი“ – დაპირისპირება პარლამენტში

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა პარლამენტში განაცხადა, დეპუტატის ოთახში გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე ფიზიკურად გაუსწორდა.

ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თავს დაესხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

„თქვენი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მოსაწევ ოთახში, ჩუმად თავს დაესხა გიორგი ვაშაძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაძირალა. სხდომის თავმჯდომარე ხომ ხარ, დეპუტატებს რომ გაგვისწორდნენ და ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ, რას ზიხარ მანდ? მშიშარა, ლაჩარი, ნაძირალა“, – მიმართა წითლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გიორგი ვაშაძემაც გააკეთა.

მდინარაძემ სცადა ჩემზე თავდასხმა, მიიღო საკადრისი პასუხი და არ გამოუვიდა. მარტო ვიყავი, ანა წითლიძეც იყო და უმრავლესობის წევრები შეეცადნენ ჩემზე თავდასხმას“ – აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები