„სირიის პროცესებს საქართველო გვერდს ვერ აუვლის“ – ლევან ბოძაშვილი 

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილის აზრით, მსოფლიოში დღეს რთულია  ვითარებაა შექმნილი, რასაც საქართველოს გვერდს აუვლის, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებას მობილიზებისკენ მოუწოდებს.
„ფაქტია, რომ სირიასთან მიმართებით ამ დონეზე პრობლემის ესკალაცია არ მომხდარა. ეს შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მაღალი დონის კონფლიქტსაშიშ ვითარებად. ვგულისხმობ გლობალურ კონფლიქტს. საქართველო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული და ყურადღებით დააკვირდეს ამ პროცესებს, რადგან ის ფაზა, რომელშიც მსოფლიოა შესული, არის უფრო მეტად გაუარესებული, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე იყო ცივი ომის პირობებში“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

მსგავსი თემები