“მსოფლიოში ვითარება სულ უფრო ქაოტური ხდება” – ვლადიმერ პუტინი

მსოფლიოში საქმის ვითარება შეშფოთებას იწვევს, მდგომარეობა სულ უფრო ქაოტური ხდება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმე პუტინი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, მთელი მსოფლიო სისტემა დასტაბილურდება და პროგნოზირებადი გახდება.
„შეუძლებელია მსოფლიოში საქმის ვითარება შეშფოთებას არ იწვევდეს. მსოფლიოში არსებული ვითარება სულ უფრო ქაოტური ხდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ბოლოს და ბოლოს ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციულ კალაპოტში გადავა, მთელი მსოფლიო სისტემა გაცილებით სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 17 ქვეყნის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე.

მსგავსი თემები