“ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის განმარტებით, ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი. ამის შესახებ განცხადება მან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ხოლო მის შეჩერებაზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

„ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ჩვენ ვიცით, რომ მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ღორის გრიპზე 10-ჯერ მეტია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსის შემთხვევები უფრო ნელი ტემპით იკლებს, ვიდრე ის ვრცელდება“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 12-18 თვე დასჭირდება.

მსგავსი თემები