სასწრაფოს ხუთი თანამშრომელი დაინფიცირდა

ბოლნისის რაიონში, „კოვიდ 19“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ ექიმს დაუდასტურდა.  როგორც ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, ექიმებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის შესწავლა მიმდინარეობს.

„თავდაპირველად, ვირუსი ერთ ექიმს დაუდასტურდა, შემდეგ კი დანარჩენ ოთხს.  წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის კვლევა და შესწავლა, ვისაც ექიმებთან შეხება ჰქონდათ“, – განუცხადა მეშველიანმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები