StopCoV ფონდში 24 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული

7 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 24 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: კომპანია „GeoSteel” – 150 ათასი ლარი, CAUCASIAN METALS TERMINAL – 100 ათასი ლარი, შპს „ინ-სი“ – 35 ათასი ლარი, „ლასარე“ – 30 ათასი ლარი, მაჰიმ მამედოვი – 25 ათასი ლარი, „ბიზნეს ჯგუფი“ – 25 ათასი ლარი, სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“ – 20 ათასი ლარი, შპს „კახური“ – 20 ათასი ლარი, „ფაბრიკ“ – 20 ათასი ლარი, „ჯორჯია თექნოლოჯი პარკი“ – 20 ათასი ლარი, „პოლიმერი“ – 20 ათასი ლარი, „ელემენტ კონსთრაქშენი“ – 20 ათასი ლარი, ზაზა ჭანტურაია – 18 ათასი ლარი, „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი“ – 10 ათასი ლარი, კომპანია NEW POWER – 10 ათასი ლარი, ვაჟა გაფრინდაშვილი – ხუთი ათასი ლარი, „იუნითი გრუპი“ – ხუთი ათასი ლარი, ახალციხის შპალ-საჟღენთი ქარხანა – ხუთი ათასი ლარი, შპს „კაია“ – ხუთი ათასი ლარი, შპს „პრემიუმეპ“ – ხუთი ათასი ლარი, „პოლიედრო“ – ხუთი ათასი ლარი, ა(ა)იპ „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ – ხუთი ათასი ლარი, შპს „შალაური 2012“ – ოთხი ათასი ლარი, დავით ნარმანია – სამი ათასი ლარი, თამარ გვერდწითელი – სამი ათასი ლარი, „ჯეო-კარ იმპორტი“ – ათასი ლარი.

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund.

მსგავსი თემები