,,ვიხილეთ შურისძიების ელემენტები, რომ გახლიჩონ საზოგადოება”- ხატია დეკანოიძე

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში რუსული კანონპროექტი შემოიტანა და კენჭი უყარა, რაზეც მათ ქართველმა ხალხმა პასუხი გასცა,”-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ”ევროპარლამენტში არავითარი კანონპროექტი არ განიხილება და არც ევროპის სახალხო პარტიას შეაქვს. ევროკომისიას შეიძლება, მხოლოდ ინიციატივის მცდელობა ჰქონდეს.”

„არაფერი გადაფარავს იმას, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გააკეთა, მათ ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა. ირაკლი კობახიძის აგრესიული განცხადებები საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვიხილეთ შურისძიების ელემენტები, რომ გახლიჩონ საზოგადოება, ახალგაზრდები. მათი მარგინალიზაცია ვერ მოხერხდება, ახალგაზრდების სტიგმატიზებას არავინ დაუშვებს საქართველოში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები