სამთვიან საშეღავათო პერიოდს მომხმარებელს „თიბისი“ ბანკიც დაუწესებს

  •  

ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს

„თიბისი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი“ განცხადებას ავრცელებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები