ირაკლი შოთაძის კანდიდატურას არ განიხილავენ, პირდაპირ კენჭს უყრიან

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტის სესიაზე ირაკლი შოთაძიც კანდიდატურას არ განიხილავენ, მას პირდაპირ კენჭს უყრიან.

ანრი ოხანაშვილმა აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენა და მიზეზად საკითხის პოლიტიზირება დაასახელა.  ბიურომ კი წინადადება დააკმაყოფილა. მიზეზად

„გუშინ  7 საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდა სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები. ჩვენ ასევე იმ მოქალაქეებს მივეცით კომიტეტზე დასწრების და კითხვის დასმის შესაძლებლობა, რომლებმაც კომიტეტს მომართეს. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა და ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცესის განხორციელება. შესაბამისად, ვინაიდან ასეთი დეტალური განხილვა იყო, მე ბიუროს ვთხოვე, რომ ჩვენ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ და აღარ არის მიზანშეწონილი ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად. გუშინ ვიხილეთ „პერფორმანსი“, რომელიც ოპოზიციამ დადგა. ამიტომ, შეგვიძლია, საკითხი  პირდაპირ კენჭისყრაზე დავაყენოთ“ – აღნიშნა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები