15 თებერვალს, რაგბის ეროვნული ჩემპიონატი – „დიდი10“ განახლდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სარაგბო კლუბ ბათუმიდან აცნობეს, კლუბმა საშინაო არენაზე, სარაგბო კლუბ „აკადემიას“ უმასპინძლა.
შეხვედრა ზღვისპირელების გამარჯვებით – 26 – 10 დასრულდა.
სარაგბო კლუბი ბათუმი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე იმყოფება.
„მედიაცენტრი მთავარი“ ულოცავს სარაგბო კლუბ ბათუმს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.