„გვაქვს განსაკუთრებული შემთხვევა – ადამიანი არ გამოდიოდა გარეთ და დაუდგინდა კორონავირუსი“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით ქართველი მედიკოსები ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას აკვირდებიან, რომელიც ხანდაზმულ ადამიანთანაა კავშირში. იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პირი იზოლირებული იყო:

„გვაქვს ერთი განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანი არ გამოდიოდა გარეთ და დაუდგინდა კორონავირუსი, სახლში ჰყავდა მხოლოდ შვილი და შვილიშვილი. მიმდინარეობს აღნიშნული შემთხვევის ინტენსიური კვლევა“ – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები