გორში „მოძრავი მუზეუმი – 1918–1921“ გაიხსნება

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის” ინიციატივით, პირველ ივლისს, ქალაქ გორის საკათედრო ტაძართან არსებულ სულიერი განათლებისა და კულტურის ცენტრში, “მოძრავი მუზეუმი – 1918–1921” გაიხსნება.

სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები და ფოტომალასა, რომელიც დამთვალიერებელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალურ ცხოვრებაზე, დიპლომატიაზე, ეკონომიკაზე, არჩევნებზე და რუსულ  ოკუპაციაზე მიაწვდის ცნობებს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” იდეის ერთ–ერთმა თანაავტორმა, “ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის” წევრმა, ალექსანდრე ბიძინაშვილმა განუცხადა, მომდევნო ეტაპზე მოძრავი მუზეუმი შიდა ქართლის რეგიონში კასპი, ხაშურის, ქარელის და ა.შ სასწავლო დაწესებულებს ეწვევა.

“პროექტის განხორციელების შედეგად, სკოლის მოსწავლეებში გაიზრდება აღნიშნული თემატიკით დაინტერესება, ამასთანავე, ისინი გაიღრმავებენ ფაქტობრივ ცოდნას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ”, – განაცხადა იდეის მეორე თანაავტორმა, გურამ ჯაჯანიძემ.

“ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია” მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ევროპულ-ქართულ ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას.

მსგავსი თემები