თბილისი მთლიანად LED სანათებით განათდება 

  •  

​თბილისის ქუჩების ღამის განათების LED განათებით ჩანაცვლების პროექტზე, დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ კომპონენტს 10 წლით გადაიბარებს და ქალაქის განათებაზე ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს.

​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, გამარჯვებული იქნება ის კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავრობას მინიმალურ საოპერაციო თანხებს შესთავაზებს. პროექტის განხორციელების შედეგად, დაიზოგება  ელექტროენერგიისა და საბიუჯეტო სახსრები, ქალაქს კი, თანამედროვე და მოწესრიგებული გარე განათება ექნება.

მსგავსი თემები