იტალიიდან საქართველოს 150-ზე მეტი მოქალაქე სამშობლოში უკვე გამოემგზავრა​

იტალიაში საქართველოს ელჩის განცხადებით, იტალიიდან საქართველოს 150-ზე მეტი მოქალაქე სამშობლოში უკვე გამოემგზავრა​.

როგორც კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა, რომლებსაც ნაყიდი ჰქონდათ ბილეთი, რეისები გაუუქმდათ.

„მინდა მოვუწოდო ქართველებს, რომ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების იმ განკარგულებებს და რჩევებს, რასაც ჩვენ დიპლომატები ვემორჩილებით. მეორე, ნუ აყვებიან უსაფუძვლო პანიკას, თუ რამე საკითხებია გასარკვევი, ჩვენთან შეუძლიათ დარეკონ. მაქსიმალურ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა სურგულაძემ.

2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ. მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება.

მსგავსი თემები