კორონავირუსმა აფრიკაშიც შეაღწია – ეგვიპტეში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

​კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა აფრიკაში – ახალი ტიპის ვირუსით დაინფიცირების შესახებ ეგვიპტეში განაცხადეს.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მოგზაურობის სქემის საფუძველზე მოხდა.

ბოლო მონაცამებით, ჩინეთში, კორონავირისით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, ხოლო ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი თემები