აშშ-ში, 5 ფარმაცევტული კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს

ვაჭრობის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველის ინფორმაციით, აშშ-ში ფარმაცევტული კომპანიები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. 

როგორც პიტერ ნავარომ აღნიშნა, ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე საერთო ჯამში ხუთი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია მუშაობს. ნავარომ იმედი გამოთქვა, რომ ნოემბრისთვის 150 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება მზად. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უხანიდან ევაკუირებული ამერიკელებიდან 15 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. სწორედ ამიტომ, ვირუსის წინააღმდეგ აშშ-ში შესაბამის ზომებს იღებენ. ამასთან, აშშ-სა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები აიკრძალა.

მსგავსი თემები