„მილი მეჯლისის“ არჩევნებში ისევ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

  •  

ზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „მილი მეჯლისის“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.  5 773 უბნიდან მიღებული 5 571 საარჩევნო უბნის შედეგებით, რომელიც ამ ეტაპისთვის დათვლილია, უპირატესობა მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან.

როგორც აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაზაჰირ პანაჰოვმა საერთაშორისო და ადგილობრივი მედიისთვის გამართულ  სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნებშ მონაწილეობა ქვეყნის მოსახლეობის 47, 81 %-მა მიიღო. რაც შეეხება საჩივრებს თუ პრეტენზიებს, მისივე ინფორმაცით, მსგავსი რამ არც ერთ უბანზე დაფიქსირებულა.

აზერბაიჯანში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იმ ძირითადი უბნების მონაცემებით, რომელიც უკვე დათვლილია, „მილი მეჯლისში“  მმართველი გუნდისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გარდა, 3-4 პარტია თითო-თითო დეპუტატს შეიყვანს.

არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტები შემდეგი სახით იყვნენ წარმოდგენილნი:  „ახალმა აზერბაიჯანი“ – 122 კანდიდატი; პარტია „მუსავატი“ – 23 კანდიდატი; პარტია „უმიდი“ -19 კანდიდატი; პარტია „სახალხო ფრონტი ერთიანი აზერბაიჯანისთვის“ –  13 კანდიდატი, ხოლო „აზერბაიჯანის ვაჰიდი“ – 12 კანდიდატი.

ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, რომელიც აზერბაიჯანის პარლამენტში მოხვდება, 26 წლის საბინა ხასაევაა.

აზერბაიჯანის ისტორიაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წელს პირველად ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მედიის ინტერესი იმდენად დიდი იყო, არჩევნების მიმდინარეობას არჩევნებს 58 ქვეყნიდან 883 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. მათ შორის იყო საქართველოს დელეგაციაც და „მედიაცენტრი მთავარიც“. დამკვირვებლებს არჩევნების პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები და პრეტენზიები არ ჰქონიათ. 

მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშიაუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკაგულუასპეციალურად „მედიაცენტრიმთავარისთვის“ ბაქოდან.

მსგავსი თემები