დუშეთში, მგელმა ქალი დაკბინა

გუშინ, დუშეთის რაიონში შუახნის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მგელმა დაკბინა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანებული ჰქონდა სახე და ზედა კიდურები.

„მძიმე დაზიანებები იყო. სახეზე ჰქონდა მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობა. ორივე ხელი ჰქონდა მძიმედ დაზიანებული და ზურგზეც ჰქონდა მრავალი ნაკბენი. სპეციალური ბრიგადის მიერ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა. სახის დაზიანებები პლასტიკური ქირურგის მიერ იქნა აღდგენილი. ხელის აღდგენა მოხერხდა ყველა სტრუქტურის აღდგენით, თუმცა შესაძლოა, მოყვეს გართულებები, რადგან მგელის ნაკბენით მიყენებული ჭრილობები რთულად ხორცდება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ექიმმა, ირაკლი ფერაძემ.

მსგავსი თემები