„ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამოწმებული დოკუმენტი“ – რატომ აუკრძალეს ანა ჯაბაურს ცოტნე გამსახურდიასთან კონტაქტი

  •  

„ყველა კანონიერი გზა გავიარეთ, რასაც მოითხოვს მხარდამჭერის ინსტიტუტის პროცედურები. სასამართლო გადაწყვეტილება ითარგმნა, აპოსტილით დამოწმდა და წარვუდგინეთ ჰოსპიტალს. რადგან  ამოვწურეთ ყველა სამართლებრივი პროცედურები, ჰოსპიტალისაგან მიგვეღო პასუხები, იძულებულები გავხდით, ხმამაღლა გვესაუბრა“ – ეს განცხადება ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და ისაუბრა არ კავშირი ჰქონდა ამ საქმესთან პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

მას შემდეგ, რაც ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თავიდან, მასთან მეუღლეს უშვებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ანა ჯაბაური მეუღლისა და კლინიკისგან იზოლაციაში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მას არათუ ცოტნე გამსახურდიას ნახვის, არამედ, მაისი ინფორმაციის შესახებ ინფორმაციის მიღებაც აუკრძალეს.

„ქალბატონ ანას უთხრეს, რომ არ დაუშვებდნენ კლინიკაში. ჩვენ ამით დავინტერესდით, რის საფუძველზე ხდებოდა კანონიერი მხარდამჭერის აკრძალვა. ვიდავეთ და ამოვწურეთ ყველა სამართლებრივი პროცედურები, ჰოსპიტალისაგან მიგვეღო პასუხები. მათ არათუ არ დაგვიშვა კლინიკაში, განმარტებაზეც უარი გვითხრეს, თუ რატომ არ აკმაყოფილებდა ანა მეუღლესთან დაშვებას. თურქმა ადვოკატმა, რომელმაც თურქეთის სასამართლოში იდავა, კლინიკიდან ინფორმაცია ც გამოიტანა,  რომ აკრძალვის უკან დგას საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ინსტრუქცია. ადვოკატმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ჰოსპიტალი დადებითადაა განწყობილი ანას მიმართ, მაგრამ რადგან იქ არსებობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამოწმებული წერილი, რომელიც მანანა გამსახურდიას გარდა, ცოტნესთან სხვა პირის დაშვებას, კრძალავდა, ისინი ვერაფერს გახდებოდნენ“ – განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, კლინიკის ხელმძღვანელობამ მათ წარუდგინა თუ არა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული წერილი, ჯაბა კვარაცხელიამ უპასუხა, რომ ანას არა თუ წერილი წარუდგინეს, ინფორმაციასაც არ აწვდიდნენ რატომ არ უშვებდნენ მეუღლესთან.      

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რა დოკუმენტი დაადასტურეს არ ვიცით, თუმცა, სახეზეა რელობა, რომ მას შემდეგ რაც გავაჟღერეთ აღნიშული ინფორმაცია, ანა ჯაბაურს შეზღუდვა მოეხსნა. ბუნებაში არ არსებობს ისეთი სამართლებრივი გარემოება, რომელმაც  შეიძლება შეზღუდოს, გადაფაროს სასამართლო გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც ანამ დავის შედეგად მიაღწია, ეწერა რომ სწორედ ის იყო ცოტნე გამსახურდიას  დროებითი მხარდამჭერი მკურნალობის საკითხში და ეს სასამართლომ დაადგინა, რომელსაც ვერანაირი სხვა დოკუმენტი გადაფარავდა“ – განაცხადა კვარაცხელიამ „მედიაცენტრ მთავარში“.    

ანა ჯაბაურის მხარე თავად სვამს კითხვებს, რომელზეც პასუხი არ აქვს: „ჰოსპიტალში, რომელიც კერძო დაწესებულებაა, მიდის ერთი პირი, რომელსაც გააჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ის არის პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი, რას შეეძლო ჰოსპიტალი შეეჩერებინა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს სახელითაა მიღებული და აპოსტილითაცაა დამოწმებული იუსტიციის სამინისტროს მიერ უარი ეთქვა?!“.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, მიმართეთ თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმის გასარკვევად თუ რა წერილი და რატომ გაგზავნა თურქეთში?  ჯაბა კვარაცხელიამ გვიპასუხა რომ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საჯარო გახადეს და ანას აკრძალვა მოეხსნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არ მიმართავთ და არც ადმინისტრაციიდან დაკავშირებიათ ვინმე.

„ჩვენი ერთადერთი ინტერესია ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობს დაცვა. სხვა დანარჩენი არ გვაინტერესებს. თუ ამ პროცესში რაიმე სახის დაბრკოლებას შევეჯახებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ მის გადასალახად“ – აცხადებს ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში.“  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები